ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
სხვა სტატიები
- ალექსანდრე გოგინავა: ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია
- 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის 53-ე და 54-ე უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა
- თეა წულუკიანი: მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები
2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.