ირაკლი სესიაშვილი: თუ სულ ამდენი ადამიანია “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

თუ სულ ამდენი ადამიანია “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, აქციას თვლას ინტერესით ადევნებს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ისინი თავის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენენ.

„ინტერესით ვადევნებ თვალს ამ აქციას, იმდენად რამდენადაც თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ისინი თავის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. თუ სულ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა“,- აღნიშნა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობის” აქციას ცოცხშებმულმა დრონმა გადაუფრინა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: თუ კითხვას ვსვამთ, ვის ინტერესებშია არეულობა, სამწუხაროდ, არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში