“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” მეორე ტურში 45 საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით – ასეთია 45 საარჩევნო ოლქი”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ამის თქმის საფუძველს აძლევს წინასწარი მონაცემები, რომლებსაც მათი წარმომადგენლები საარჩევნო ოლქებიდან აწვდიან.
კობახიძის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი უპირატესობით „ქართული ოცნება” თბილისში ლიდერობს.
„არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2013 წელს, მერე 2014 წელს, ახლა უკვე 2016 წელს ჩვენ შევძლოთ და ჩავატარეთ სამართლიანი, მშვიდობიანი, კორექტული არჩევნები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.