ირაკლი კობახიძე საქმიანობის ერთ წელს აჯამებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქმიანობის ერთ წელს აჯამებს. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

„გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:

დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;

ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;

რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;

მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.

მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე”, – წერს კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილების გააუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება – ზალკალიანი