ირაკლი ღარიბაშვილი – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერს შეხვდა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დასრულება მიულოცა