ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45-ე ადგილზე

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება კორუფციის რისკებს და ამ ინდექსის მიხედვით შედარება საქართველოს მოლოდვასთან და უკრაინასთან: საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104- ე ადგილზე. ბიზნესის კორუფციული რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა 104-ე და მოლდოვა 115-ე ადგილზე. კორუფციის გლობალური ინდექსი, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა არის 123-ე ადგილზე და მოლდოვა 114-ე ადგილზე. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე”,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების რეიტინგზეც, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.

ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს, აქაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე, მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ევროპელებო და მოლოდვა არის 84-ე ადგილზე.

აი ეს არის კონკრეტული, ჩვენი მუშაობის, ჩვენი ათწლიანი მუშაობის შედეგი, გამოხატული კონკრეტული რეიტინგების მიხედვით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი თქვენ ყველაფერი მოისმინეთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დავით ბაქრაძე დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი, აი, ეს ხართ თქვენ, ეს არის მავნებლობა, ეს არის მტრობა ქვეყნის
შემდეგი სტატიაარ მინდა, ვნახო საქართველოსა და მოლდოვის განცალკევება, ჩემი პოზიცია ასეთია, უკრაინას სპეციალური სტატუსი დათქმების გარეშე და კანდიდატის სტატუსი დათქმებით საქართველოსა და მოლდოვას – კალიურანდი