ირაკლი ღარიბაშვილი- ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ.

“დიდი პატივია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს ყველა მეგობრის მასპინძლობა, რომლებიც დღეს ფიზიკურად თუ ვირტუალურად შემოგვიერთდნენ. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი
შემდეგი სტატიაზელენსკიმ ქართველ მომღერალს და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა