ირაკლი ჩიქოვანი : საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 19, 2020 13:53

ირაკლი ჩიქოვანი : საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 19, 2020 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics