ირაკლი ალასანია სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს. ირაკლი ალასანია დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს მათ , ვინც ამ წუთებშიც საგუშაგოზე დგანან და ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავენ.

”სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს… ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო დღევანდელი დღე იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგული ჯარისკაცები არიან ჩვენი ქვეყნის. ვინც არაერთხელ დაამტკიცა მშვიდობის და საბრძოლო მოქმედებების დროს, რომ მათთვის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად, სამშობლოს ინტერესებია უპირველესი. სწორედ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცები, დგახართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, რომ იყოს დაცული, თქვენი თავადადება, თქვენი სულიერი სიმტკიცე და თქვენი გამბედაობაა საჭირო. მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე მათ, ვინც ამ წუთებშიც საგუშაგოზე დგანან და იცავენ ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო უსაფრთხოებას. მინდა, ასევე, გავიხსენო ჩვენი თანამებრძოლები, ის გმირები, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოსთვის. გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში, პატრიარქი ფილარეტის კურთხევით პირველი ქართული ეკლესია გახსნა
შემდეგი სტატიაChek in Georgia-სთვის გამოყოფილი თანხები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ გაიზარდა