ირაკლი აბესაძე : ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნები კანონის დარღვევით გამოიკითხნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა კანონის დარღვევით მოხდა.

როგორც ირაკლი აბესაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა პოლიციის საქმიანობაში გამოიკვეთა, რომ მათ პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნები გამოკითხეს ღამის განმავლობაში.

„საქმის მასალებში ძალიან ბევრი ფაქტობრივი ინფორმაცია მოიპოვება, რომ არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხნენ ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი დარღვევით. შესაბამისი ოქმები, პროცედურები ჩატარებული არ არის, ამიტომ წერილობით მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა, სახელობითად, რომელი პოლიციელები ატარებდნენ ამ კონკრეტულ ღონისძიებას და რატომ არ შედგა ოქმი, ვის მიმართ, ამაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, პოლიციის შესახებ არც ერთ კანონის მუხლი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში ყოლოდათ პოლიციის შენობაში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიაში პროცესის არასწორი გზით წაყვანას ცდილობს