,,ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება საკამათო გახდა, ამიტომ მცირე განმარტებას გავაკეთებ”

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის თელავში ინაუგურაციასთან დაკავშირებით კომენტარს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს.მისი თქმით ინაუგრაცია პოზიტიურ სიმბოლოებს უნდა დაუკავშირდეს

,,ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება საკამათო გახდა, ამიტომ მცირე განმარტებას გავაკეთებ.
ინაუგურაცია თავისთავად სიმბოლური აქტია, ამიტომ მისი ლოკაცია და ყველა სხვა ატრიბუტიკა პოზიტიურ სიმბოლიებს უნდა დაუკავშირდეს.
მე იმდენად თელავს კი არა, ერეკლეს და მის სასახლეს ვგულისხმობდი. მიუხედავ იმისა, რომ ის მიმაჩნია კარგ მეფედ, ისტორიულმა გარემოებებმა დააკავშირა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისთან.
თუ ამ სიმბოლოს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ არც ინაუგურაციას აქვს მნიშვნელობა, როგორც სიმბოლურ აქტს. დაჯდეს და იმუშაოს.” -აცხადებს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე-სალომე არჩევამდეც რუსეთის ვასალი იყო-ასე რომ ისტორიას უყვარს პარალელები !