იან კელი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე

ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს წევრობა ნატოს და ევროკავშირის ინტერესებშია.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. თვითონ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა იან კელიმ.

Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში წერია, რომ ნატოს ზოგი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება რუსეთთან ომს გამოიწვევს. თუმცა, ამის მიუხედავად, ანგარიშის ავტორი, ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიგაწევრიანებას.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა
შემდეგი სტატიამეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა