გვეყოფა გისოსები – გიორგი ხარჩილავა სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

გვყოფს გისოსები.

ზუსტად იგივე გისოსების ფარდა ეშვება ჩვენი საყვარელი სამშობლოს,საქართველოს,საზღვრებს გასწვრივ!
ეშვება,რათა ცივილიზებულ სამყაროსგან გამიჯნოს და გისოსების სხვა ტყეს შეუერთოს-ოკუპანტი მეზობლის საზღვრების იმპერიულ სივრცეებში!
ევროპის შუაგულიდან,დიდი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური სივრცეებიდან,შენს ქვეყანაში,იქ,სადაც არ გეგულება სამართლიანი სასამართლო,სადაც არაა დაცული საზოგადოების და პიროვნული თავისუფლება,სადაც საპატიმრო თვისობრივად”გულაგია”სისტემური სისასტიკეებით,ჩამოსვლა და რუსეთის ოფიცრებისთვის საკუთარი ხელების გაწვდენა ხელბორკილების დასადებად გახლდათ თავგანწირვის აქტი-საკუთარ ხალხის თავისუფლების აღკვეთის პროცესში ჩაჯდე ხალხის მხარეს,ხალხთან ერთად გისოსებში,რათა მათთან ერთად გაიზიარო ქვეყანაში არსებული სასიცოცხლო საფრთხეები,მათთან ერთად გამოაღწიო გისოსებიდან და იბრძოლო მათივე და საკუთარი თავისუფლებისათვის!
ეს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლაში, პიროვნების და ერის, ბედში დამთხვევის დრამაა!
ამასთან, იმის სრული გააზრებაც,განსაკუთრებით,ისტორიული მაგალითებით,რომ ასეთი დრამა ხშირად დრამატულად მთავრდება პიროვნებისთვის!
მაგრამ არა-ერისთვის!ერისთვის მსგავს ჰეროიკას ყოველთვის მაგალითის ძალა აქვს,ახლო თუ გრძელვადიან პერიოდებში!ჰქონდა და აქვს დღესაც,რადგან პროცესი დაჩქარდა-თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ-ჩვენი მაგალითების დრო დაგვიდგა!
გამომდინარე შექმნილი და კრიზისის სპირალში შემავალი პოლიტიკური პროცესებიდან,მიმაჩნია:
ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა გამოვიდეს როგორც სენტიმენტების ,ასევე სიძულვილის კულტივაციისგან და უნდა შევიდეს სიცხადე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში-ცხადი თანხმობა შემდეგ საკითხებზე:

1.საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა სამედიცინო საზოგადოების კომპეტენტური დასკვნების და თქვენთან შეთანხმებული გარემოებების შესაბამისად!

2.პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების გაგრძელება მხოლოდ მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში!

3.დაიწყოს საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ინკლუზიური პროცესი, რომლის შედეგადაც დაიდება ძალაუფლების უზურპაციის გამომრიცხავი, კონსენსუსური მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი რომელიც სისტემურ დონეზე გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან სხვებზე დომინაციას და დააფუძნებს ერთმანეთის დამაბალანსირებელი ძალაუფლების ცენტრებს, სამართლიან სასამართლოს და დაამთავრებს პოლიტიკური სტრუქტურების პარტიულ გამოყენებას,შექმნის რეალურ თვითმართველობას და ძალაუფლებას დაუბრუნებს ხალხს, მოქალაქეებს.

4.თანხმობის დადგენა რიგგარეშე,ამჯერად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შედეგის ყველა პოლიტიკური ძალის მიერ აღიარებაზე და ერის მიერ გამოხატული ნების მიხედვით ქვეყნის განვითარებაზე!დღეს,უმწვავესი კრიზისის ფონზე,ერს მივანდოთ გადაწყვეტილების მიღება რიგგარეშე სამართლიან არჩევნებე-და ეს იქნება ამ ეპოქის ისეთივე დიდი პოლიტიკური მონაპოვარი,როგორც ოპოზიციისთვის ძალაუფლების გადაბარება თქვენივე განხორციელებით!
რიგგარეშე,სამართლიანი არჩევნები-განვითარების მკაფიო და უალტერნატივო, უმოკლესი გზა!

როგორც წალენჯიხის თვითმმართველი ერთეულის ერთადერთი ოპოზიციური,პირდაპირი წესით არჩეული მერი,მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს,ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს,ბატონ გიორგი მარგველაშვილს:კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯები და საქართველოს მოკლე და გრძელვადიანი განვითარების გზები და შესაძლებლობანი მიმდინარე ეროვნული თანხმობის პოლიტიკურ პროცესში დაუკავშირდეს საქართველოს მოქალაქის განწყობებს და არჩევანს!
……..
ბატონო მიხეილ,შეხვედრამდე წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე,საიდანაც,”ვარდების რევოლუციით”, ერთხელ უკვე დაიწყო ქვეყნის გადამრჩენი ცვლილებები და ,რასაც,ერთობლივი ინიციატივით,წალენჯიხელთა აზრით,უნდა ეწოდოს თავისუფლების მოედანი და დაიდგას თბილისის თავისუფლების მოედნის თავისუფლების ქანდაკების ასლი-როგორც სიმბოლო თავისუფლებისთვის ბრძოლების მუდმივობისა ყველა დროში და ყველა ეპოქაში!
გილოცავთ დაბადების დღეს!აუცილებელი ჯანმრთელობა თქვენ და ერთან ერთად მოპოვებული ცვლილებების სურვილით-მრავალ ახალ თავისუფალ წლებს მთელ საქართველოს!

უგისოსო წალენჯიხიდან-უგისოსო საქართველოში!

თავისუფლება!

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი არველაძე: მე პირადად მრცხვენია მიშასთვის დაბადების დღის მილოცვა