გუშინ შეხვედრა გადაიდო – ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს დღეს შეხვდება

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს დღეს შეხვდება. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ის და დავით დვალი ამ შეხვედრაზე მხოლოდ ხალვაშის პოზიციას მოისმენენ.
“დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ჩვენი მხრიდან პირობა დაყენებული არ იქნება, ჩვენ პირველ რიგში მოვუსმენთ, ჩვენი ახლანდელი მეპატრონის შემოთავაზებას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ ამ ტელევიზიაში თუ არ გვექნება გარკვეული ბერკეტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ტელევიზია რეალურად იყოს ტელევიზია და ისეთი,როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია რუსთავი 2 . ჩვენი პოზიცია ასეთია – რუსთავი2 უნდა იყოს დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია,“ – აღნიშნავს აქიმიძე.

ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი ორის დამფუძნებლების შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო.

banner
წინა სტატიაში“მან შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ” – გოგუაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა