გუშინ ორ კანონს მიეცით ხმა – ხაჯიშვილი

“გუშინ ორ კანონის მიეცით ხმა – რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე კანონი, რომელიც შავი, რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ განცხადება ენმ-ის დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა გააკეთა.

“გუშინ თქვენ კენჭი უყარეთ ორ კანონს, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე, რომელიც ღია კარს ტოვებს რუსული ფულისთვის.

არ ვამტკიცებ, ამიტომ მინდა გკითხოთ, დიდი ალბათობით ღიას უტოვებს რუსულ ფულის, რომლის წარმოშობაც ჩვენ არ ვიცით, საიდან არის, ვისი არის და შესაბამისად ბევრ კითხვას აჩენს.

ორ კანონს მიეცი გუშინ ხმა, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში, ხოლო მეორე კანონი, რომელიც შავი ფულის, შავი რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს.

თქვენ ალბათ არამხოლოდ ჩემგან გაგიგონიათ ეს თეორია, რომ ეს სჭირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ თავი დააღწიოს მოსალოდნელ სანქციებს და თვლით თუ არა , რომ ეს ასეა? დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილს უახლოვეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს, რადგან ივანიშვილმა შავი რუსული ფული შემოიტანოს ქვეყანაში და ამით აარიდოს თავი იმ გადასახადებს, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება მოუწიოს გადახდა.“- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ენჯეოებზე“ დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ, სულ მცირე, მილიარდ დოლარს ნიშნავს – “ხალხის ძალა”
შემდეგი სტატიაიღებენ კანონს, რომ ბიძინამ შემოიტანოს საქართველოში ფული, რომელიც აქვს ოფშორებში, ოღონდ ისე, რომ თეთრიც არ მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტს – სამადაშვილი