გუშინ ღამე, მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე – ადვოკატი

გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება

“მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა – ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება და დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა
შემდეგი სტატიაბრეგაძე – ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო