გუდაურის საბაგირო, გასულ კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო გათიშული იყო

საბაგირო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, გასულ კვირას ტექნიკური გაუმარტაობის გამო იყო გათიშული.
ამის შესახებ ინფომრაციას “რუსთავი2” ავრეცელბს. ტელეკომპანიის ცნობით, საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც ბაგირი ვერ დაიჭირა და კალათების უკუსვლა გამოიწვია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ.

banner
წინა სტატიაში(video)ადამიანები საბაგიროდან ჩამოვარდნენ – გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო
შემდეგი სტატია“ენერგო პრო” გუდაურში დენის ვარდნასთან კავშირს უარყოფს