გრიგოლ გეგელია – იმ შემთხვევაში თუ კი კლანი არ შეწყვეტს თავისი საცეცებით ამ სისტემის მართვას, კონკრეტული პირების მიმართ, კონკრეტული სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილება

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, ბადრი ჯაფარიძესთან და სალომე სამადაშვილთან ერთად ვაშინგტონში, ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

გრიგოლ გეგელიას თქმით “ქართულმა ოცნებამ” უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების ადეკვატური რეფორმა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის კლანისგან განთავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო და კონკრეტული პირები ვერ აცდებიან სამარცხვინო სანქციებს, რომელიც მოსალოდნელია კლანური მმართველოს გამო.

“”ქართული ოცნების” ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების ადეკვატური რეფორმა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის კლანისაგან განთავიაუდლება. იმისათვის, რომ როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე სახელმწიფოს ასცდეს ის სამარცხვინო სანქციები რომელიც არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში თუ მართლმსაჯულების სისტემა არ განთავისუფლდება ამ კლანური თვითმპყრობელობისგან.” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ

“”ლელო” მართავს ძალიან მნიშვნელოვან, მაღალი კალიბრის შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში.

ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო, ნათელ და ორპარტიულ მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალებისადმი, ქართული პოლიტიკის განახლებისადმი და ვისმენთ ძალიან ნათლად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა რომელიც “ლელოს” სახელით წარმოებს საქართველოს პარლამენტში ანტიკორიფციული მიმართულებით, ეს ბრძოლა მიიღებს უდიდეს მხარდაჭერას ორივე პარტიიდან. შეერთებული შტატების კონგრესში ჩვენ ვისმენთ, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს ნატოში დაჩარებული გაწევრიანების თაობაზე არის მხარდაჭერილი.
ჩვენ გვიწევს დღეს, ვაკეთოთ ის რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლეფლება, რასაც სამწუხაროდ “ქართული ოცნება” თავისი კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის წყალობით არასდროს არ აკეთებს ამ 8 წლის განმავლობაში. ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით არა მხოლოდ “ლელოს” წარმომადგენლები არამედ, როგორც საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და ვიბრძვით იმ ინტერესების დასაცავად, რამაც ჩვენი ქვეყანა დადასტურებულად უნდა წასწიოს წინ, როგორც რეგიონალურ პოლიტიკაში ასევე, საერთაშორისო ასპარესზე.
ამავე დროს, ჩვენ ვისმენთ ძალიან ნათლად და მკაფიოდ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა აღსრულდეს. საქართველოს სჭირდება ადეკვატური მართლმსაჯულების სისტემა. იმ შემთხვევაში თუ კი კლანი არ შეწყვეტს თავისი საცეცებით ამ სისტემის მართვას, კონკრეტული პირების მიმართ, კონკრეტული სანქციებია დაწესების შესაძლებლობა განიხილება ძალიან მაღალ და ძალიან სერიოზულ დონეზე. ახლა, ყველა ქართველი პოლიტიკოსის და პირველ რიგში “ქართული ოცნების” ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების ადეკვატური რეფორმა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის კლანისაგან განთავიაუდლება. იმისათვის, რომ როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე სახელმწიფოს ასცდეს ის სამარცხვინო სანქციები რომელიც არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში თუ მართლმსაჯულების სისტემა არ განთავისუფლდება ამ კლანური თვითმპყრობელობისგან.” – გრიგოლ გეგელია

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ის თურქეთის კლინიკაში მკურნალობს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შსს-ს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს