გორის მერი – გუგუტიანთკართან, სარწყავი წყლის სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა

„სარწყავი წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა,“- ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერს საოკუპაციო ძალების იმ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რომლებიც გუგუტიანთკარის განაპირას ე. წ. სასაზღვრო ნაგებობებს ამონტაჟებენ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩემს სხვა კითხვებს არ უპასუხეს. მხოლოდ სარწყავი წყლის სისტემის თაობაზე მიპასუხეს, რომ მიმდინარე უკანონო სამუშაოების შედეგად, ეს სისტემა გამყოფი ხაზის მიღმა არ მოექცევა”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა მდებარეობს, რომელიც 2017 წელს გაკეთდა. რეზერვუარი კი სოფელ გუგუტიანთკარშია მოწყობილი. აღნიშნული წყლის სისტემით სოფელი გუგუტიანთკარი და სოფელი კოშკას ნაწილი სარწყავი წყლით მარაგდება.

banner
წინა სტატიაშისუს-ში დაწყებული გამოძიება – ბიძინა გეგიძემ თავი პრაქტიკულად პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა