გოცირიძე აცხადებს, რომ თალაკვაძემ მელაშვილი-ილიჩოვას ციხეში მონახულების უფლება არ მისცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების, მელაშვილი-ილიჩოვას მონახულებაზე უარი უთხრეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო. გოცირიძე ამ ფაქტს “სადეპუტატო საქმიანობაში ხელშეშლად” აფასებს.

“მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა. მიზეზად პანდემიას ასახელებენ”, – წერს გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე.

რომან გოცირიძემ ფორმულასთან საუბარში განმარტა, რომ ციხეში შესვლას კიდევ ეცდება, ამისათვის კი გეგმავს კორონავირუსზე დილით ტესტირება ჩაიტაროს, რათა საღამოს შევიდეს.

“ადვოკატები ხომ შედიან? მე დავწერე, რომ ტესტს გავიკეთებდი შესვლის წინ. ადვოკატი თუ შედის, მე რატომ არ უნდა შევიდე?” – ამბობს გოცირიძე.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამეუფე ვახტანგი: ეს არის, ვიღაცებმა რომ ქულები ჩაითვალონ, წინასაარჩევნო ჟამი დადგა