გიორგი ვოლსკი – ომბუდსმენს : სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში თითო ბავშვზე 50 ლარის დახმარებაა გამოყოფილი – ბავშვებზე ზრუნვის ეს ელემენტი რამდენად ეფექტურია?

region
ავტ.: region ივნისი 25, 2020 18:03

გიორგი ვოლსკი – ომბუდსმენს : სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში თითო ბავშვზე 50 ლარის დახმარებაა გამოყოფილი – ბავშვებზე ზრუნვის ეს ელემენტი რამდენად ეფექტურია?

„პროპაგანდისტულად არაფერი სალაპარაკო და სატრაბახო არ არის, თან, მით უმეტეს, პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ბავშვებზე ზრუნვის ეს ელემენტი რამდენად ეფექტურია თუ გაქვთ ამის თაობაზე მონაცემები, იქნებ გვითხრათ, ან შეიძლება, მომავალში დააზუსტოთ“,- ამ კითხვით საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიმართა.
პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის ანგარიში მოისმინეს, გიორგი ვოლსკი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა.

„საინტერესო მონაცემი იქნებოდა ყველასთვის შენიშვნების, რეკომენდაციების გაზიარების რა მაჩვენებელია პროცენტულად. იყო საუბარი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით, არ იყო ასეთი პრაქტიკა, ახლა, ბევრი არ არის, მაგრამ ყოველ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში თითო ბავშვზე 50 ლარის დახმარებაა გამოყოფილი. 10 იყო, ახლა 50-ია, ბევრი არ არის, მაგრამ, რეალურად, ამას გარკვეული პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონოდა მაინც სიტუაციაზე. ამის თაობაზე, ამის ანალიზია საინტერესო, იმიტომ, რომ 50 ლარის გარდა კიდევ არის ისეთი ოჯახებისთვის სოციალური დახმარება და ეს 50 ლარი კიდევ დამატებითია კიდევ ყოველთვიურად. საერთოდ არ არსებობდა ასეთი რამე.

პროპაგანდისტულად არაფერი სალაპარაკო და სატრაბახო არ არის, თან, მით უმეტეს, პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ბავშვებზე ზრუნვის ეს ელემენტი რამდენად ეფექტურია თუ გაქვთ ამის თაობაზე მონაცემები, იქნებ გვითხრათ, ან შეიძლება, მომავალში დააზუსტოთ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

region
ავტ.: region ივნისი 25, 2020 18:03

Google სტატისტიკა


4,198
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics