გიორგი ვაშაძე – მიხეილ სააკაშვილი საერთო ოპოზიციური სპექტრის განცხადებას დაეთანხმა

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა.

„როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოზიცია კიდევ უფრო განმარტა და საერთო ოპოზიციური სპექტრის განცხადებას დაეთანხმა. საარჩევნო ბარიერი რამდენი იქნება, ეს მოლაპარაკების საგანია, რომელზეც პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა იყოს. დღეს მთავარი ის არის, რომ ხალხის ძალას და ერთიანობას თავის შედეგი მოჰყვა და სვლა ამ ერთიანობით უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე განაცხადა, რომ „ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტური სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი- საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას
შემდეგი სტატიაკილაძე: ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მომხრეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება