გიორგი ფხაკაძე: სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამზე BA.4.6 შტამზე წერს და ამბობს, რომ ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.

„ჩვენ კი „დავამთავრეთ“ კოვიდი, მაგრამ კოვიდი ჯერ არ აპირებს დამთავრებას და ეს არის ფაქტი!

მარტო ამერიკაში კოვიდი დღიურად 400 ადამიანს კლავს და ის მე-4 ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში – გულის დაავადებების, კიბოების და ინსულტების შემდეგ…

BA.4.6 არის უკვე მე-7 „ომიკრონის“ მუტაცია, რომელიც წამოვიდა აფრიკიდან. აფრიკა არის ყველაზე არავაქცინირებული კონტინენტი დედამიწაზე….

სამწუხაროდ, ეს ვარიანტი „თავს არიდებს” ანტისხეულებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადაიტანეთ კოვიდი და ანტისხეულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაქვთ თქვენ, მაგრამ მაინც დაცული არ ხართ. ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად BA.5 ვარიანტზე 10% უფრო მალე ვრცელდება BA.4.6 ვარიანტი.

სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს: “არც იცით, რა ქვია ქართულ ჯარს და სპეკულირებთ, ვითომ გადარდებთ ქართული ჯარის მომავალი
შემდეგი სტატიარუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს – არის მსხვერპლი