გიორგი ფანცულაია:დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ!

პოსტსკრიპტუმმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა მოიპოვა

jvaniaდასრულდა სასამართლო პროცესები, დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ-ამ განცხადებას, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აკეთებს. მისი ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6 თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში. ფანცულაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება.
“მინდა საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ!
ხომ იცით არასოდეს ვწერ ჩემს საადვოკატო სამსახურებრივ სასამართლო პროცესებზე აქ, მაგრამ ეს ეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმეს, სადაც საზოგადოების ინტერესი მუდამ დიდი იყო და მხოლოდ ამ პროცესებზე გაწვდიდით პერიოდულად ინფორმაციას. მოკლედ საბოლოოდ დასრულდა აღნიშნული საქმე უზენაეს სასამართლოშიც კი და სამივე ინსტანციაზე დადგა ის შედეგი, რასაც თავიდანვე ვამბობდი, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ტყუილად ედავებოდნენ უდანაშაულო ადამიანს, ცნობილ ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომ მან თითქოს არასწორი დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით (სამსახურებრივი გულგრილობა). რეალურად კი გაზით გარდაიცვალა.
მოკლედ, მეგობრებო, პირველი ინსტანციაში დამდგარი შედეგი პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. იქაც სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, სადაც როგორც წესით ვუპასუხეთ ჩვენი შესაგებლით, რომ აღნიშნული საქმე კანონიერად გადაწყდა პირველ და მეორე ინსტანციებში და უზენაეს სასამართლოში განხილვას არ მოითხოვდა, ამავე დროს უზენაესი სასამართლოს განსახილველ საქმეთა კრიტერიუმებში არ ჯდებოდა. რაც თავისთავად მოიცავდა დიდ და ღრმა დასაბუთებას.
უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6 თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა ჩვენი დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში, რითაც დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება. შედეგი არის ნათელი და სამივე ინსტანციაში გამამართლებელი. დადგინდა რომ გაზით გარდაიცვალა. ასევე მინდა იურისტებს ვუთხრა, რომ ამ საქმეზე დადგა ორი ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც აუცილებლივ გამოადგებათ მომავალ საქმიანობაში ადვოკატებსა და იურისტებს! ყოველივე ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემთან ერთად ადვოკატებს: ბატონ ზურაბ ტაბიძეს და შოთა კვირიკეიშვილს!,”-აცხადებს ფანცულაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა
შემდეგი სტატია(video) სოჭში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული