გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში მოიწვია

ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

ლიდერებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე მეორედ შეხვდა. გუშინ გამართული შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის დახურვა, მეპატრონის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი -კაპანაძე
შემდეგი სტატია“ხელისუფლება უნდა შევაჩეროთ ხალხის მასობრივი პროტესტით“- წიკლაური