გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიის გამო საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას, მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს.
,,ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, ნება მომეცით გამოვხატო თანადგომა ბერძენი ხალხის მიმართ და გამოვთქვა ღრმა მწუხარება საბერძნეთში გაჩენილი საზარელი ხანძრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს მიაყენა ზიანი. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ამ მომენტში, ჩვენ ვლოცულობთ ბერძენი ხალხისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგიკულ ვითარებაში და ასევე ჩემი სახელით დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვოთ.

შეგიძლიათ მთელი საქართველოს თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში

banner
წინა სტატიაში,,პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით”- ზაზა სარალიძე
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია თბილისის ყოფილ პროკურორს გამოკითხავს