გიორგი კვირიკაშვილი : მთის კურორტები განვითარდება ისე, რომ არავის დავიჭერთ და კიდევ უფრო ჩქარა ავაშენებთ ყველაფერს

news
ავტ.: news აგვისტო 25, 2016 12:02

გიორგი კვირიკაშვილი : მთის კურორტები განვითარდება ისე, რომ არავის დავიჭერთ და კიდევ უფრო ჩქარა ავაშენებთ ყველაფერს

„თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მთის კურორტების განვითარება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

„მათ შორის არის ბაკურიანი, გუდაური, თეთნულდი და გოდერძი. ოთხივე მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული პროგრესი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა კეთდება. მიბრძანდით თუნდაც ბაკურიანში და ნახეთ, წელს რამდენი ინფრასტრუქტურული ცვლილებაა და რამხელა ბუმია. მთის კურორტები განვითარდება გაცილებით უკეთ, ვიდრე წინათ, მათ შორის ისე, რომ არავის დავიჭერთ, არ დავაპატიმრებთ და კიდევ უფრო ჩქარა ავაშენებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news აგვისტო 25, 2016 12:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics