გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

როგორც კვერენჩხილაძემ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება.
“ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენების შინაარსს, მისი თქმით, ესეც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით.

“იგი ეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

რაც შეეხება ფორმატს, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.
“ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრების საკითხს, კვერენჩხილაძის თქმით, ამ შეკითხვის ადრესატი თავად მთავრობა და საქართველოს პარლამენტია.

banner
წინა სტატიაში“დავამხოთ მაფიოზა ბანკები“ – ლეიბორისტულია პარტია “ლიბერთი ბანკთან” საპროტესტო აქციას მართავს
შემდეგი სტატია“მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს “