გიორგი გუგავა: ქართული ოცნება” პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული

gugavaლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ვარაუდი იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული ოფიციალურად დადასტურდა.
მისი თქმით, ოცნებიდან მაჟორიტარად დასახელების ღირებულება შეადგენს ოფიციალურად 60 ათას ლარს, არაოფიციალური “სტავკა” კი ნახევარი მილიონია. აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებით, ოცნების მიერ დასახელებულმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა -კობა ნარჩემაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, გენადი მარგველაშვილმა, გიორგი ლილუაშვილმა, გოჩა ენუქიძემ და სხვებმა ოფიციალურად 60 – 60 ათასი ლარი შეიტანეს ოცნების საარჩევნო ფონდში, ხოლო ფაქტობრივად კანდიდატობაში ნახევარ მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი.
“ეს არის პოლიტიკური კორუფცია, პარლამენტარობის ყიდვის კრიმინალური სქემა, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს. მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეისწავლოს ზემოთ მითითებული კორუფციული ფაქტები და ჩამოთვლილი კანდიდატები მოსხნას არჩევნებიდან”.

banner
წინა სტატიაშიიზორია წითელაშვილის საქმეზე – პირველადი მონაცემებით, იკვეთება რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული
შემდეგი სტატიალევან იზორია: „მეც თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს!“