გიორგი გახარია შრომის ახალ კანონმდებლობაზე – ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა

ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს. ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.

„ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : 20 ივნისიდან რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის მთავარია, რომ ეს იყო ქმედება, რომლითაც სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა