გიორგი გახარია : საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი

საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „სოსო გოგაშვილმა დატოვა პარტია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, თუ იცით მიზეზი“.

„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს. არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველო-ბელარუსის თამაშზე მეც ვიქნებოდი, მაგრამ სამწუხარო რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ცესკო-სთან მუშაობა მიმდინარეობს