გიორგი გახარია – ინიციატივა, ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ძალიან წარმატებულად განვითარდა

ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილებია.

„დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება.

„მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამ ინიციატივასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს