გიორგი გახარია – გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს.

„პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ნამდვილად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე 13 პირი ამხილეს, შვიდი მათგანი დაკავებული
შემდეგი სტატია2020 წლის ბიუჯეტში ასახულია სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები, ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება