ვაკა გორგილაძე – „გახარია უსაფრთხოების გარანტია ამიტომაც ამოცანა იყო პოლიტიკური ოპონენტის, ეფექტური მინისტრის მოშორება რომელიც მოსახლეობაში სარგებლობს ნდობით“

სოციოლოგი ვაკა გორგილაძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ გახარიას გადაყენება და მოშორება სურს ოპოზიციას, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ძლიერი ლიდერის, ეფექტური მინისტრის, პოლიტიკოსის, რომელსაც მოსახლეობაში ნდობა გააჩნია და სარგებლობს ნდობით.

„ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოცანა გააჩნდა ამ ძალებს. ეს ხომ არ არის მარტო ნაც. მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციის ავტორი ანუ, კონცეფციის შემქმნელი არის „ევროპული საქართველო“, ეს დავინახეთ ჩვენ. ჩვენ დავინახეთ, როგორ დაიწყო ეს პერფორმანსი, პროვოკაცია. როგორ გაიწია მერე „ევროპული საქართველო“, როგორ დაიკავა ადგილი ნაც. მოძრაობამ უშუალოდ დაპირისპირების დროს. ანუ, აქ არის განაწილებული როლები და ცხადი იყო, თუ რას ემსახურებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ამოცანა იყო გახარიას გადაყენება. თქვენ თუ გახსოვთ, სანამ განხორციელდებოდა ოპერაცია, ანუ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას, მანამდე ნაც. მოძრაობის წევრი, ქალბატონი სამადაშვილი, დაჟინებით მოითხოვდა გახარიას გადადგომას. ანუ, „დაარბევდა“ გახარია აქციას, არ „დაარბევდა“, ეს იყო ამოცანა. სხვათა შორის, პანკისი მოვლენებს, ახლა ვუყურებ სხვანაირად. ანუ, რეტროსპექტივა და ეს ლოგიკური ჯაჭვი ,თუ როგორ არის აგებული, აი ის ისტორიული დისტანციის მოკლე არსებობა გაძლევს შესაძლებლობას გაანალიზო ეს მოვლენები. პანკისის მოვლენების დროს, სპეცრაზმი, ბრჭყალებში, „დამარცხდა“, ეს ცხადი გახდა ნაც. მოძრაობისთვის და მე პრინციპში მგონია, რომ ერთ-ერთი ამოცანა იყო, დემონსტრირება იმისი, რომ „ოცნება„ არის სუსტი, რომ მინისტრი არის სუსტი, რომ ამ ქვეყანას არ გააჩნია სპეცრაზმი და არ არის შემთხვევითი სააკაშვილის მოლაპარაკება – „მე მაქვს ინფორმაცია, მაწვდიან სპეცრაზმელები, ისინი არ გამოიყენებენ ძალას“ – ყველაფერი მომზადებული იყო, ეს იყო აშკარად წინასწარ მოფიქრებული გეგმა. სხვა ამოცანა იყო მაგალითად, ეკონომიკის დაზიანება.

ბუნებრივია, ჩვენ ხომ ვხედავთ მთავარი პრობლემა ქვეყნის არის უსაფრთხოება. მე გარწმუნებთ, არ იქნებოდა გავრილოვი, იქნებოდა ჩელენკოვი, ან სხვა ვინმე.

ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში. გეოპოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს და რამდენიმე ქვეყნის ინტერესია დესტაბილიზაცია. ვინ არის უსაფრთხოების გარანტი დღეს ქვეყანაში? რა თქმა უნდა, გიორგი გახარია. ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, პერსონალური გადაყენება და მოშორება პოლიტიკური ოპონენტის, ძლიერი ლიდერის , ეფექტური მინისტრის, პოლიტიკოსის, რომელსაც მოსახლეობაში ნდობა გააჩნია, სარგებლობს ნდობით.

თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც ქალბატონი სამადაშვილი დასდევდა გიორგი გახარიას, მან თქვა კომენტარში ასეთი რამ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამ ღამეს, როგორც არ უნდა დამთავრდეს, ეს იქნება უბედურება. ალტერნატივა იყო უბედურება ან კატასტროფა.„- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: მივესალმები ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენას
შემდეგი სტატიანიკა ლალიაშვილი : გიორგი გახარია ეხლა კი არ უნდა გადადგეს, გახარია უნდა გადამდგარიყო იმ შემთხვევაში თუ ის ვერ დაიცავდა საქართველოს პარლამენტის შენობას