გიორგი გახარია: 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯის გადადგმა, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და მოქალაქეებმა ეს ვირუსი დაამარცხონ.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიკოსს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადავდგათ პრევენციული ნაბიჯი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი სრული რწმენა იმაში, რომ ჩვენ ამ განსაცდელიდან, ამ მძიმე გამოწვევიდან, გამოვალთ გამარჯვებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით -უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას
შემდეგი სტატიასაგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს