გიორგი ბოტკოველი ნიკა მელიაზე – ეს არის ბრალი, რომელიც შეთითხნილია და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა

ეს არის ბრალი, რომელიც არ არსებობს, ეს არის ბრალი, რომელიც არის შეთითხნილი და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა და დასაჯონ არა ნიკა მელია, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს იდგა იქ და გამოთქვამდა თავის სამართლიან პროტესტს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ჩანაფიქრის აღსრულებაში ხელი შეუშალოს და ნიკა მელიას დაკავების უფლება არ მისცეს. ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება ნიკა მელიას დაპატიმრებას ვერ შეძლებს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერი მოულოდნელი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამეა მთავარი, ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო ე.წ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, დარწმუნებულ ვარ, გახდება კიდევ ერთი დამატებითი საკითხი ამ პარლამენტის არალეგიტიმაციის, იმიტომ, რომ იქ მიღებულია გადაწყვეტლება არა რომელიმე კონკრეტული პარლამენტის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მიმართ, არამედ ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ წარმომადგენლობას საქართველოში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქმედებებს და გავრილოვის დავალებას, რომელიც მან მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისგან და უკვე გადასცა „ქართული ოცნების“ წარტმომადგენლობას. ეს არის ბრალი, რომელიც არ არსებობს, ეს არის ბრალი, რომელიც არის შეთითხნილი და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა და დასაჯონ არა ნიკა მელია, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს იდგა იქ და გამოთქვამდა თავის სამართლიან პროტესტს ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. ვერაფერს ვერ იზამს „ქართული ოცნება“, მთავარი არის ერთი რამე, სიმართლე დგას ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მხარეს. ჩვენი ქმედება იქნება ყველაფრით გამართლებული, ის, რომ ჩვენ ნებისმიერი ჩვენი ქმედებით არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას უკანონო ქმედების განხორციელების უფლებას. ამ დღეების განმავლობაში მუდმივად არა მარტო ნიკა მელიას, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან ჟღერდება ერთი მთავარი რამ, რომ ვერანაირად ვერ განახორციელებს იმას „ქართული ოცნება“, რომ დააკავონ ნიკა მელია,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – 22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მივმართავთ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან