თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით საქმის გამოძიება , რომელიც საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძესა და საკრებულოს ყოფილ თანამშრომელს ბადრი ჯავახიშვილს შორის არსებულ ფინანსურ სკანდალს ეხება, გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რადგან მის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესია. ალიბეგაშვილის შეფასებით, ამ საქმიდან დასკვნები თავად ჩინოვნიკებმაც უნდა გამოიტანონ.
„მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და თავისთავად დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეცდებით, რომ ეს საქმე იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია.“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.