გიგა ბოკერია: ქადაგიძეს რომ გაეკეთებინა ის, რასაც მას თხოვდნენ, მაშინ იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე კატასტროფა

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობაზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის მტკიცებით, ხშირად ხდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ზეწოლა.

„ქადაგიძეს რომ გაეკეთებინა ის, რასაც მას თხოვდნენ და შედეგად მუქარას ახორციელებდნენ, ანუ რაც ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში მოხდა, მაშინ იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე კატასტროფა. თუმცა, ივანიშვილის მთავრობის პირობებში შეუძლებელია ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მმართველი გუნდი. ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, რომ ახალი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს, კომიტეტებმა უკვე იმსჯელეს. მომდევნო პლენარულ სხდომაზე კვირაში კანდიდატურას კენჭს უყრიან.

როგორც ცნობილია, გიორგი ქადაგიძის შემცვლელად კობა გვენეტაძის კადიდატურა წარადგინა.

 

banner
წინა სტატიაშიკასპში ჩხუბის დროს მამაკაცი გაგუდეს
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე: სასურველი იქნებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესში უფრო ადრე ჩართულიყვნენ