გია ვოლსკი სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პროკურატურას და ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურას მიმართავს, არც ერთი საკითხი , რაზეც ბრალდებები ისმის, პასუხის გარეშე არ დატოვოს.
როგორც ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტი შემოტევა და სპეკულაცია იქნება.
“ახლა რომელიმე ჩვენთაგანი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ სწორედაც ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ამდენი ხნის დუმილი დაარღვია, დღეს ვიღაცამ ფული შესთავაზა, მისცა, ჩაუთვალა და ამით არის მისი აღელვება და ასეთი განცხადებები გამოწვეული. ეს არ იქნება სწორი არც ალეკო ელისაშვილის მიმართ, არც საზოგადოების მიმართ, რომელიც ჩვენ გვისმენს. აი იმ სიებზე (პოლიტპატიმართა სიები) რომ არის საუბარი, რომ თურმე სიებიც ფულის სანაცვლოდ იყო ჩამოყალიბებული, არსებობს მეორე ხმაც, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობას ციხეებში არა მარტო აწამებდნენ, არამედ სიცოცხლეს და ღირსებას ართმევდნენ. რომელი ხმა არის უფრო რეალური და რეალობასთან ახლოს? მოდით, ავწონოთ და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ, როგორ და რისთვის დგებოდა სიები და ვინ იყვნენ პოლიტპატიმრები, მოდით ნუ დავიჯერებთ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს არათუ ასამართლებდნენ, არამედ მიწასთან ასწორებდნენ მათაც, მათ ოჯახებსაც და ბევრ ადამიანს კიდევ არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ გარეთ მყოფებსაც მათ შორის. მგონია შემოტევები იქნება, ამ თემაზე სპეკულირება იქნება. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და რაც დრო გავა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მწვავე განცხადებები იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიმათავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა