გია ვოლსკი : „პატრიოტთა ალიანსი“ და მათი ფრაქცია არანაირ კორელაციაში სხვა ფრაქციების თემასთან არ არიან”

„მოვისმინე, რომ ჩვენგან ვიღაც გადავა და დასდევენ ცალკეულ დეპუტატებს და ეკითხებიან, ხომ არ აპირებ გადასვლას. ამას საფუძველი არ აქვს,“- ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსში“ დეპუტატების შესაძლო გაწევრიანებაზე გააკეთა.

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შემდეგ, ფრაქცია შესაძლოა, დაიშალოს.

„რატომ დაიშალა, ერთმანეთთან რა პრეტენზიები აქვთ, ამასთან დაკავშირებით იყო განცხადებები. ოპოზიციური პარტია, როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსი“ და მათი ფრაქცია, რასაკვირველია, არანაირ კორელაციაში სხვა ფრაქციების თემასთან არ არიან. მიკვირს, რომ საერთოდ ამ შეკითხვას სვამთ ამ რაკურსით,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად – მამა დავითი
შემდეგი სტატიაკანაფის კულტივაციის საკითხზე, მინდა გითხრათ, რომ აქ საერთოდ არ არის საუბარი ნარკოტიკებზე – დავით მათიკაშვილი