გია ვოლსკი აცხადებს,რომ პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სია არის სპეკულაცია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული სია არის სპეკულაცია და სამართლებრივად გაუმართავი.

„არ მგონია, დასაბუთება ჰქონდეთ, რადგან ტელევიზიით ჩანაწერია, როგორ იჭრებოდა ხალხი პარლამენტში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ან როგორ აკეთებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირებას, რაც კანონით აკრძალულია. არ მგონია, ეს დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს და პოლიტიკურად მათ ხელში იარაღია, რადგან ასეთი დემარშების გარეშე არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ამით როგორმე საკუთარ პოლიტიკურ უუნარობას დააბალანსებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“პატრიარქი მრავალწლიანი ღვაწლით არის დღეს ჩვენს წინაშე,ის აშენებდა ჩვენს ქვეყანას”
შემდეგი სტატია“შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში”