ღარიბაშვილი: გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით, ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და სრულიად საქართველოს

გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით, ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და სრულიად საქართველოს, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!

ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: უნდა გავიმარჯვოთ მუნიციპალურ, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში, ვიმუშავოთ და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ოლიმპიურ ჩემპიონობას “ლაშა თალაკვაძეს” ულოცავს