გერმანიის თავდაცვის მინისტრი – დღეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა ხვალ უკრაინის დასასრულს ნიშნავს

დღეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა ხვალ უკრაინის დასასრულს ნიშნავს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსმა უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, პარტნიორ ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ვინც დღეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, უკრაინის მომავალს ბედის ანაბარა ტოვებს. იარაღის მიწოდების შეწყვეტა დღეს – ხვალ უკრაინის დასასრულს ნიშნავს“,-განაცხადა პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველას მიზანი უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა „ყველაფრით, რისი უზრუნველყოფაც შეგვიძლია“.

banner
წინა სტატიაშიდეოკუპაცია რითი უნდა გავაკეთოთ?! უნდა გავაკეთოთ გონებით, მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით – კალაძე
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება