გერმანიის ელჩი – საქართველოს სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება. როგორც მან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რეფორმა იმისთვისაა საჭირო, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ.

„ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ რეფორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ დარჩეს ეჭვი მიკერძოებასთან დაკავშირებით. ისეთი სისტემით უნდა დაინიშნონ მოსართლეები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება”, – განაცხადა ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიდაცვის პოლიცია ყველა საგამოცდო ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიასტალინის აფხაზური აგარაკი “ცივი მდინარე” (ფოტოები)