გერმანიის ელჩი “პრაიდზე” – შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში „თბილისი პრაიდის” ღონისძიება ჩატარდეს თუ არა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებული არის უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიკრიბოს და თავისი პოზიცია გამოხატოს. შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩემი და არც ერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდის” ღონისძიება. ეს არის ორგანიზატორების პრეროგატივა, მათ უნდა გადაწყვიტონ ჩაატარებენ თუ არა”,-განაცხადა ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება დაიცვას
შემდეგი სტატიაკუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე – დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა