გენერალი ჯონ ნიკოლსონი: ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით

ახალწვეულებს ფიცის მიღება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურმა ავღანეთში გენერალი, ჯონ ნიკოლსონმა მიულოცა.

“1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მსოფლიოს სტრატეგიული რეგიონი, გილოცავთ ამ დღეს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველო იყო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კოსოვოს, ერაყის და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ის ემსახურება ჩვენს საერთო მიზანს, უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენ ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით. ჩემთვის, როგორც ამერიკელი გენერლისთვის დიდი პატივია ვმეთაურობდე ქართველ ჯარისკაცებს. ავღანეთში მისიის დაწყების პირველივე დღიდან ქართველები მისიას ყველაზე უფრო ცხელ წერილში ასრულებდნენ, ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ საქართველო კოალიციურ ჯარებს შორის საქართველო ერთერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია”, – აღნიშნა ნიკოლსონმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ
შემდეგი სტატია(video) პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან