გენადი არველაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბოლნისის კლინიკის პერსონალს პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე თითოეულ ადამიანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახორციელებენ.

„ბოლნისის კლინიკაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია ხორციელდება ინფექციური კონტროლის წესების სრული დაცვით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამიტომ მე ვაქცინაციის ჩასატარებლად ბოლნისში ჩამოვედი“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რათა გადაირჩინო არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე, არამედ დაიცვა სხვისი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა განვითარების პანდემიამდელ რიტმს დაუბრუნდეს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა