გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს ყოფილი პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი ეხმიანება

დიპლომატ გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს ყოფილი პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი ეხმიანება და წერს, რომ გელა ჩარკვიანი მათი ოჯახის საამაყო მეგობარი იყო.

“გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის…. ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან…”.

შეგახსენებთ, 82 წლის გელა ჩარკვიანი, ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები – სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის რისკებს
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის რისკებს