გავრილოვი კობახიძის სკამზე – ზაქარია ქუცნაშვილი განმარტება

„პარლამენტის სპიკერატში გვერდზე აპარატს უდგას რამდენიმე სკამი, ამ სკამს უცვალეს ადგილი და სპიკერატში აღმოჩნდა ორი სკამი,“ – ასე განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კობახიძის სკამში ჩაჯდომა.

ქუცნაშვილის თქმით, მოულოდნელად შეიცვალა მდგომარეობა და სხდომის წამყვანებიც რუსი და ბერძენი დეპუტატები იყვნენ.

„შესაბამისად, როცა დავინახეთ ჩვენ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მე მივმართე გენერალურ მდივანს, ვუთხარი, ვთქვათ, მეორე სკამი ვისთვის იყო განკუთვნილი, მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ორგანიზაციულ საკითხებს,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი არ ადასტურებს გავრილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბოდიში მოუხადა რუს დეპუტატს.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ უზრუნველყო სერგეი გავრილოვის სპეცრეისით გამგზავრებას, თუმცა ის ადასტურებს, რომ რუსი დეპუტატი სპეცრეისით გაფრინდა.

“მეც მოვკარი ყური, რომ სპეცრეისით გაფრინდა,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი – მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტი