“გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით სოლიდური ზრდა გვაქვს”

გასულ წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით სოლიდური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილმა თურქმენეთში ვიზიტის პირველი სამუშაო დღე მედიასთან შეაფასა.
“გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში იმყოფებოდა და ამ პერიოდის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. გასულ წელთან შედარებით, სოლიდური ზრდა გვაქვს სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა თურქმენეთიდან. კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა სატრანსპორტო მიმართულებით. ძალიან რეალური ხდება, ერთი მხრივ პროექტი “Lapis Lazuli” , სადაც ჩართული იქნება სწორედ თურქმენეთი, რაც არის ავღანეთის ინიციატივა. ძალიან აქტუალური საკითხია ენერგო სექტორში თანამშრომლობა, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქმენეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით. ამ კუთხით საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აშხაბადის დეკლარაციას, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის მიმართულებით ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და ვიმედოვბნებთ, რომ თურქმენეთში ვიზიტის დროს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, დაჩქარდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს და თურქმენეთის თანამშრომლობას ჯამში ევროპის ენრგოუსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშიმარადიდის ტყეში 4 უცხოელის ცხედარია ნაპოვნი
შემდეგი სტატიასაახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება